|
2026-06-10 14:02:20, 298 ნახვა
დაესწარი BOG-ის ვებინარს და გაიგე, როგორ შეგიძლია ისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, 12 ივნისს, 17:00 საათზე ონლაინ ვებინარს გამართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას Fulbright-ის პროგრამის შესახებ, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით ხორციელდება და ქართველ სტუდენტებს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
შეხვედრის სპიკერები იქნებიან ნინა გაბადაძე, პროგრამის კოორდინატორი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ასევე სალომე ცეცხლაძე, Fulbright-ის პროგრამის სტიპენდიატი. ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირდაპირ დაუსვან კითხვები პროგრამის კოორდინატორსა და Fulbright-ის კურსდამთავრებულს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია როგორც განაცხადის პროცესზე, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გამოცდილებაზე. Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 1 ივლისს დასრულდება. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკის სტიპენდიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, Fulbright-ის პროგრამა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღონ ხარისხიანი განათლება და განავითარონ პროფესიული და აკადემიური შესაძლებლობები საერთაშორისო გარემოში. ვებინარი 12 ივნისს, 17:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება. რეგისტრაციის შემდეგ მონაწილეები შეხვედრის ბმულს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და ვებინარზე დასარეგისტრირებლად ეწვიეთ ბმულს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)