10:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-13 00:16:13, 1580 ნახვა

სპორტი
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი

რაგბის კავშირი მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, ნაკრების 6 მორაგბესა და ყოფილ მთავარ ექიმს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. 

რაგბის კავშირი წერს, რომ ეთანხმებიან მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც შესაბამის ჯარიმასთან ერთად იღებენ ვალდებულებას გაატარონ ანტი-დოპინგური განათლების რეფრომა. 

"საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.

კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.

საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი" - ნათქვამია რაგბის კავშირის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საუდის არაბეთმა ირანის წინააღმდეგ საიდუმლო საჰაერო დარტყმების სერია დაიწყო
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
საქართველო ტრადიციულად ევროვიზია 2026-ის ფინალში ვერ მოხვდა
ტრამპი- სი-ს სამიტი: ჩიპების ნაცვლად, ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის ომს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics