18:18 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-15 10:11:32, 296 ნახვა

საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

რაც შეეხება 2026 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა 2 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და3 ივლისს (პირველი და მეორე სესია) გაიმართება. ოსური ენის გამოცდა კი 2 ივლისს (პირველი სესია) იქნება;

რაც შეეხება უცხოურს ენას გამოცდების განრიგი ასეთია: 6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა; 8 ივლისი (პირველი სესია) - ფრანგული ენა;

მათემატიკის გამოცდა აბიტურიენტებს 10 ივლისს (პირველი და მეორე სესია) ექნებათ; ისტორიის 13 ივლისსა (პირველი და მეორე სესია) და14 ივლისი (პირველი სესია);

ქიმიის გამოცდა 14 ივლისს (მეორე სესია) იქნება; სამოქალაქო განათლების 15 ივლისს (პირველი სესია); ბიოლოგიის 16 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარების (სომხურ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) 17 ივლისს (პირველი სესია); სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების 17 ივლისს (პირველი სესია); გეოგრაფიის 20 ივლისს (მეორე სესია); ლიტერატურის 21 ივლისს (პირველი სესია); ფიზიკის 22 ივლისს (პირველი სესია).

რაც შეეხება მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულების საგამოცდო პროცესს, NAEC-ის ინფორმაციით, პედაგოგები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან.

ამასთან, 17 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატები საერთო სამაგისტრო გამოცდას 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

“გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ გამოსაცდელები საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან ბარათების ამობეჭდვას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება. 2026 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics