00:20 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 12:13:00, 508 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩავკეტეთ შანტაჟის ყველა გზა, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი - ვიზალიბერალიზაცია

ირაკლი კობახიძის პირველი კომენტარი გუშინ ბრიუსელში, უვიზო მიმოსვლის თემაზე გამართული შეხვედრის შემდეგ - პრემიერი ევროკავშირის მხრიდან ისევ შანტაჟზე საუბრობს.

"

მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა მიმართულებით ღია ვართ დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზეც, რაც ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით განიხილებოდა. ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ, ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება. ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის.

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზალიბერალიზაცია და კონკრეტული ძალები ცდილობენ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა, ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვინდა და ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics