|
2026-06-24 11:43:29, 321 ნახვა
პოლიტიკა
კარაფანო: ივანიშვილისთვის დაწესებული სანქციები დაპირებებით არ მოიხსნება, ბურთი "ოცნების" მოედანზეა
თეთრ სახლთან დაახლოებული ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, თუმცა თბილისს ერთგვარ „ციხიდან უფასოდ გამოსვლის ბარათს“ არ მისცემს, თუ საქართველო ორივე მხარისთვის სასარგებლო, სერიოზულ და ხელშესახებ შედეგებს არ წარმოადგენს. „თუ საქართველოს ხელისუფლებამ ეს არ იცის, მაშინ ისინი იდიოტები არიან,“ ამბობს ჯეიმს კარაფანო, The Heritage Foundation-ის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი. „და თუ ამის შესაბამისად არ მოქმედებენ, მაშინ მიზეზი ისაა, რომ მათ შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა არ სურთ.“ „ჰერიტიჯის ფონდი“ ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კონსერვატიული კვლევითი ინსტიტუტია, რომელსაც რესპუბლიკური პოლიტიკის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. კარაფანო ამბობს, რომ პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად, „შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას უკან არ გაეკიდება“ — „თუ მათ რუსეთისა და ჩინეთის ჩრდილში ცხოვრება სურთ, კარგი. ჩვენ სხვა ალტერნატივებიც გვაქვს, სხვა არჩევანიც.“ „აპირებს თუ არა შეერთებული შტატები სრულად უგულებელყოს საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები და დისიდენტების შევიწროება? პასუხი არის, არა. იმიტომ კი არა, რომ დემოკრატიის მომხრეები ვართ ან იმიტომ, რომ ხელისუფლება არ მოგვწონს — არამედ იმიტომ, რომ საქართველო ვერასდროს იქნება კარგი პარტნიორი, თუ მისი მომავლის შექმნაში ქართველი ხალხი არ იქნება ჩართული“ — ამბობს კარაფანო კითხვაზე პასუხად, დახუჭავს თუ ტრამპის ადმინისტრაცია თვალს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებებზე. მისი თქმით, ვაშინგტონი საქართველოს შიდა პოლიტიკაში მხარეს არ აირჩევს და საქართველოსთან ჩართულობაში სრულ პრაგმატიზმს გამოიჩენს — „შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად, შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ.“ მისი შეფასებით, არარეალისტური მოლოდინები ორივე მხარეს აქვს — ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეერთებულ შტატებთან განსაკუთრებული ურთიერთობის მიღებას კონკრეტული ნაბიჯების გარეშე შეძლებს, ხოლო ოპოზიცია ელოდება, რომ ვაშინგტონი მის პოლიტიკურ პრობლემებს მოაგვარებს. „თუ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებ, არ მონაწილეობ და შემდეგ ამბობ: „კარგი, თქვენ უბრალოდ უნდა მოხვიდეთ, უთხრათ მათ, რომ არჩევნები არალეგიტიმურია და ამ საკითხზე ზეწოლა მოახდინოთ“ — ამას ჩვენ არ გავაკეთებთ.“ „ჩვენი საქმე არ არის საქართველოში დემოკრატიის აშენება. თუმცა, ასევე არ არის ჩვენი საქმე, უგულებელვყოთ ის საკითხები, რომლებიც ზიანს აყენებს ორმხრივ ურთიერთობას და საქართველოს, როგორც ჩვენი პარტნიორის, წარმატებას.“
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)