16:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-11 22:45:42, 1591 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს მიულოცა გამარჯვება და იმედი გამოთქვა, რომ ის გააგრძელებს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის გზას.

საფრანგეთიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში პოლიტიკოსმა მოუწოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალ მეთაურს, შეიწყალოს ყველა ის ადამიანი, ვინც პროევროპული საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ დააპატიმრეს, ე.წ. „სინდისის პატიმრები“, რაც, ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებას „ახალი ცხოვრების დაწყების“ საშუალებას მისცემს.

„მოგესალმებით პარიზიდან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეიდან, სადაც დღეს საღამოს საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებაა დაგეგმილი. კენჭისყრა დღეს საღამოს გაიმართება და მეც დამსწრე ვიქნები.

მაგრამ ასეთ დღეს შეუძლებელია არ გამოეხმაურო ახალი პატრიარქის არჩევას, არ მიულოცო მას არჩევა და არ გამოთქვა სურვილი, რომ ახალმა პატრიარქმა გააგრძელოს ის გზა, რომელიც ქართული ეკლესიის გზაა - დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და საზოგადოების კონსოლიდაციის გზა“. „ამ მიზნისკენ ერთი ნაბიჯის გადადგმა მინდა და დარწმუნებული ვარ, ამ სურვილს ბევრი იზიარებს: პატრიარქმა გადადგას პირველი ნაბიჯი და შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი. ამ გზით ჩვენ შეგვიძლია თავიდან დავიწყოთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად (ქვეყნის ისტორიაში 142-ე) აირჩიეს სამების ეკლესიაში გამართულ მე-14 გაფართოებულ კრებაზე 2026 წლის 11 მაისს. ამ დღიდან იგი კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის სახელით იქნება ცნობილი.

გაფართოებულ კრებაში 1200-მდე დელეგატი მონაწილეობდა. შიო მუჯირმა 22 ხმა მიიღო, მიტროპოლიტმა იობმა - 9, ხოლო მიტროპოლიტმა გრიგოლმა - 7.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics