14:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 19:43:33, 3232 ნახვა

სხვადასხვა
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა

თელ-ავივში ორწლიანი შესვენების შემდეგ, ასობით ათასი მონაწილე, სტუმარი და ტურისტი კვლავ გამოვიდა ქალაქის ქუჩებში. ქალაქში ორწლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც ომით იყო გამოწვეული მასშტაბური ლგბტ აღლუმი გაიმართა.

მონაწილეთა უსაფრთხოებას ათასზე მეტი პოლიციელი, „მაგავ“-ის მებრძოლი და სხვა უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფდნენ. გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების მიუხედავად, ღონისძიება სადღესასწაულო ატმოსფეროში, მუსიკასა და ნათელ ფერებში გაიმართა.

1998 წლიდან წარმოშობილი ტრადიცია „პრაიდის აღლუმი“ ისრაელში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საჯარო ღონისძიებად ითვლება, რომელიც ყოველწლიურად ასობით ათას მონაწილეს იზიდავს როგორც ქვეყნიდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. წელს ის სლოგანით „თანაბარი უფლებებისთვის, ერთიანობისა და დემოკრატიისთვის“ გაიმართება, იუწყება „არხი 12“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics