01:09 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-25 15:04:27, 345 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში

ქართული ოცნების პრემიერი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

ის კვლავ ამბობს, რომ ასეთ რეზოლუციებს "ფასი არ აქვს".

"ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, ისევე, როგორც ევროპარლამენტში. ეს ყველაფერი აისახება ხოლმე შესაბამის დოკუმენტებზე. თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ რეზოლუციის ტექსტი და ნახავთ, რომ არის უამრავი ტყუილი, უამრავი უზუსტობა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებული თავისი შინაარსით ეს დოკუმენტი. არავითარი ფასი არ აქვს ასეთ დოკუმენტებს ჩვენი ქვეყნისთვის, ქართული საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად ისწავლა ასეთი დოკუმენტების შეფასება, იცის რა დგას ამ ყველაფრის უკან. შესაბამისად, ამ დოკუმენტებს არ აქვს არავითარი ფასი", - თქვა მან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics