19:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 14:34:15, 322 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება

დროას ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს. 

"ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემს გამო ღირსეული ადვოკატი, ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ადამიანი შოთა თუთბერიძე, მორიგ ჯერზე, სრულიად უსამართლოდ გახდა რეჟიმის თავდასხმის მსხვერპლი.

რა თქმა უნდა, ახალი არ არის ამ რეჟიმის პირობებში, როდესაც სიმართლის მთქმელ ადამიანს თავს ესხმიან, მაგრამ მაინც გასაოცარია, თუ რა ადვილად იტყუება ადამიანი, როდესაც თავის დაძვრენას ცდილობს. საცოდავი საყურებელია.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე , რომელიც შოთამ ბრიფინგზე თქვა. რეჟიმთან რაიმე დისკუსიაში შესვლის კი, არანაირი სურვილი არ მაქვს.

და ბოლოს, მეგობრებო, როგორც გუშინ შეგატყობინეთ, ბრიფინგის შემდეგ ჩემთან იყო კომუნიკაცია ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. ჯერ არანაირი კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, არც მკურნალ ექიმთან ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ რომ იქნება. როგორც კი მკრუნალობის რეალური გეგმა შედგება, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ვაცნობებ", - წერს ელენე ხოშტარია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics