02:07 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 10:55:26, 815 ნახვა

ეკონომიკა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

თიბისის მობაილბანკში ახალი შესაძლებლობა გელოდება - ახლა უკვე შეგიძლია შენი მეგობარი ციფრული ბანკინგის სამყაროში მოიწვიო და ორივე 8-8 ლარით დასაჩუქრდეთ.

მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, მეგობრის მოწვევა მარტივად შეგიძლია - იპოვე მოსაწვევი ბმული მობაილბანკის პროფილის განყოფილებაში, გაუზიარე მეგობარს და ერთად მიიღეთ საჩუქარი ერთგულ ყულაბაში.

საჩუქრის მისაღებად, მოწვეულმა მეგობარმა უნდა გაიაროს მობაილბანკის რეგისტრაცია, მიიღოს უფასო თიბისი ბარათი და შემდეგ, შეასრულოს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების ერთი გადახდა. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ტერმინალზე; ასევე, უშუალოდ მობაილბანკიდან - გადახდების გვერდზე განთავსებული სერვისებით, მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდით ან მობილურის ბალანსის შევსებით.

პირობის შესრულების შემდეგ, როგორც მოწვევის გამომგზავნი, ისე ახალი მომხმარებელი მიიღებთ 8 ლარს ერთგულ ყულაბაში.

შეგიძლია მოიწვიო საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც აქამდე თიბისის მობაილბანკით არ უსარგებლია. მოწვეულ მეგობართა რაოდენობა შეზღუდული არ არის - რაც უფრო მეტ ადამიანს გააცნობ მობაილბანკის შესაძლებლობებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებ.

როგორც თიბისის მობაილბანკის სხვა განახლებული ფუნქციონალები, მეგობრების მოწვევის ფუნქციონალიც იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ. მობაილბანკის განვითარებით, ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიიღონ და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ.

თვითონ სცადე - მოიწვიე მეგობარი.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics