|
2026-04-23 11:19:27, 9325 ნახვა
კულტურა
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, თბილისში ახალი მულტიფუნქციური კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა. BDC (Bachana Dance Company) არის მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ სცენას, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ხმის ჩამწერ სტუდიას, თეატრალურ, საგამოფენო სივრცეებსა და საკლუბო გარემოს ერთ ოთხსართულიან ინფრასტრუქტურაში. სივრცე გამორჩეულია კონცეფციითა და ესთეტიკით. აღსანიშნავია, რომ BDC კულტურულ ჰაბში ფუნქციონირებს საოპერო და ვოკალის სტუდია, მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამები და მოღვაწეობს BDC-ის ქორეოგრაფიული ანსამბლი. სივრცის პრეზენტაცია 18 აპრილს შედგა. დამფუძნებელმა და შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ, მოსულ სტუმრებს გააცნო ახალი კულტურული ჰაბის მნიშვნელობა და ესაუბრა მათ სამომავლო გეგმებზე. საღამოს მთავარი მოვლენა BDC-ის შემოქმედებითი გუნდის პრემიერა - „მეხუთე სტიქია" იყო. გამორჩეული და შთამბეჭდავი სინთეზი ხელოვნებისა და კრეატივის, რომელმაც მაყურებელი აღაფრთოვანა. წარმოდგენამ ნათლად აჩვენა ახალი კულტურული ჰაბის შემოქმედებითი პოტენციალი და მისი ამბიცია - იქცეს ინოვაციური იდეების მთავარ ეპიცენტრად. „BDC არის სივრცე, სადაც კულტურა ცოცხლობს და ვითარდება არა ეპიზოდურად, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში. თბილისში მსგავსი ფორმატის ადგილი აქამდე არ არსებობდა - სივრცე, სადაც ერთიანდება სცენა, ხმის ჩამწერი სტუდია, საგანმანათლებლო და საგამოფენო გარემო და იქმნება სრულფასოვანი ეკოსისტემა არტისტებისთვის. ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ისეთი ძლიერი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის ბაზისბანკი. ეს ჩართულობა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა არ არის - ეს არის მკაფიო პოზიცია, რომ კულტურა, შემოქმედება და განათლება ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. ბაზისბანკი, როგორც კულტურული პროცესების მხარდამჭერი, რეალურად ქმნის შესაძლებლობას, რომ მსგავსი მასშტაბის პროექტები განვითარდეს და გახდეს მდგრადი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ დამოკიდებულებას და გვჯერა, რომ ასეთი ტიპის პარტნიორობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის კულტურულ განვითარებაზე. ზუსტად ასეთი თანამშრომლობები ქმნის საფუძველს, რომ გაჩნდეს ახალი იდეები, განვითარდეს შემოქმედებითი ინდუსტრია და ჩამოყალიბდეს თანამედროვე კულტურული გარემო.“ - აცხადებს ბაჩანა ჭანტურია, BDC-ის დამფუძნებელი და შემოქმედებითი პროცესების ხელმძღვანელი. „ბაზისბანკი მუდმივად მზად არის მხარი დაუჭიროს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს. BDC ქართულ რეალობაში ნამდვილად ახალი სიტყვაა, რომელიც არაერთ ნიჭიერ და კრეატიულ ადამიანს გააერთიანებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია მსგავსი მასშტაბის პროექტების ხელშეწყობა, რადგან გვჯერა, რომ მაღალი ხარისხის შემოქმედებითი სივრცეების განვითარება პირდაპირ აისახება ქვეყნის კულტურულ წინსვლაზე.“- განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ნიუ-იორკის სასამართლომ ქართველ ნაცისტს ყასაბის სახელით ცნობილ იხეილ ჩხიკვიშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მარკეტა გრეგოროვა: „იმედმა“ და სხვა პროსამთავრობო არხებმა ევროპარლამენტის წესები დაარღვიეს
ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)