2026-05-14 17:34:46, 293 ნახვა
მსოფლიო
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერი სი ძინფინგი და მისი მეუღლე, პენ ლიუანი, 24 სექტემბერს თეთრ სახლში მიიწვია.
"მოუთმენლად ველით ამას" - თქვა ტრამპმა პეკინში გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა ხუთშაბათს გამართულ მაღალი მნიშვნელობის სამიტს "ფანტასტიკური დღე" და "ისტორიული" უწოდა და დაამატა, რომ შეხვედრები "უკიდურესად პოზიტიური და ნაყოფიერი" იყო.
ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ სიმ "პრეზიდენტი ტრამპი გააფრთხილა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია" - მაშინ როცა თეთრი სახლის წარმომადგენელმა მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში ტაივანი არც კი ახსენეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,