19:21 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 10:37:11, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ბოჭორიშვილი ამ ანგარიშს არასერიოზულს და ტყუილს უწოდებს

ივანიშვილის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, ევროკავშირის რეზოლუციებსა და ამჟამად მიმდინარე ანგარიშის განხილვაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტში დოკუმენტზე მუშაობის პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ პროცესს გარკვეული ძალები იყენებენ საქართველოში დღის წესრიგის შესაქმნელად. მისივე თქმით, არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, არ იქნა გათვალისწინებული.

"ჩვენ ვნახეთ არაერთი რეზოლუცია. ახლაც ევროპარლამენტი განიხილავს მორიგ ანგარიშს საქართველოს შესახებ. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა თვალი გვედევნებინა იმ პროცესისთვის, თუ როგორ მიმდინარეობდა ევროპარლამენტში ამ ანგარიშზე მუშაობა. სამწუხაროა, რომ არც ერთი შესწორება, რომელიც მიზნად ისახავდა დოკუმენტის გაჯანსაღებას, სიმართლესთან დაახლოებას, არ იქნა გათვალისწინებული. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არის პროცესი, რომელსაც იყენებენ გარკვეული ძალები მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნან რაღაც დღის წესრიგი, რაც ნაკლებად გამოსდით, მაგრამ აზიანებენ მაქსიმალურად ევროკავშირის იმიჯს, პირველ რიგში და ევროკავშირის სახეს. იმდენი არასწორი ინფორმაცია წერია ამ რეზოლუციებში, იმდენად არის დეზინფორმაციული, რომ უბრალოდ შეუძლებელია სერიოზულად მათი აღქმა," - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics