2026-06-20 19:24:38, 1834 ნახვა
სამხედრო
Bloomberg: დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც უკრაინაში შეიძლება
„ბლუმბერგი“ თავდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთი დაბალფასიან, შორი მოქმედების იარაღს ავითარებს, რომლის გამოყენებაც პოტენციურად უკრაინაში იქნება შესაძლებელი და რომელიც აშშ-ს მარაგებსა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებული არ იქნება.
მათი თქმით, უახლოეს თვეებში დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში სამი ბრიტანეთში შემუშავებული სისტემის - MBDA-ს, MGI Engineering-ისა და Rotron Aerospace-ის - ტესტირება იგეგმება. ტესტირების შემდეგ, განიხილება მათი საბრძოლო ზონაში ერთი წლის განმავლობაში მიწოდების შესაძლებლობა.
აღნიშნულია, რომ ახალი განვითარების მთავარი მახასიათებელია აშშ-ს კომპონენტებსა და მონაცემებზე დამოკიდებულების მინიმიზაცია, რამაც უნდა გაზარდოს ბრიტანული თავდაცვის ტექნოლოგიების ავტონომია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,