03:15 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 18:28:01, 333 ნახვა

ევროპის ამბები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე

პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უპასუხა უკრაინელი კოლეგის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებებს პოლონეთში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე უკრაინელების მიმართ მტრობის წაქეზების შესახებ.

ამის შესახებ ინფორმაციას Polsat News ავრცელებს.

TSN.Tyzhden-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა მისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილებაზე. ზელენსკი მიიჩნევს, რომ ეს მთელი საკითხი პოლონეთში შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას და უკრაინელების მიმართ მტრობის წაქეზებას უკავშირდება.

რამდენიმე საათის შემდეგ ნავროცკიმ ამ განცხადებებს უპასუხა. ჟურნალისტებმა მას უკრაინის ლიდერის კომენტარებზე აზრი ჰკითხეს.

„დავა პოლონეთის შიდა პოლიტიკას არ ეხება. ყველა პატრიოტს ესმის, რამდენი დანაშაული ჩაიდინეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონეთის მიწაზე. რამდენად დრამატული იყო ეს დრო. დავა ისტორიული საკითხების აღქმას და იმ ფაქტს ეხება, რომ პოლონეთში ჩვენ არ ვიღებთ წითელ-შავ ბანდერას დროშას“, - თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.

„ვერ წარმომიდგენია, რომ პოლონელი პატრიოტები, განსაკუთრებით პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის მთავრობა, ერთად არ დადგნენ და არ გაერთიანდნენ ასეთ სიტუაციაში. ვლადიმერ, ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ამ დავას არაფერი აქვს საერთო პოლონეთის შიდა საქმეებთან. ისინი არ არსებობენ, რადგან ყველა პოლონელმა იცის და ესმის, თუ რა ზიანი მიაყენეს უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონელებს და პოლონელ ბავშვებს. პრეზიდენტი ზელენსკი ცდება, გმადლობთ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გადაწყვიტა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჩამოერთმია თეთრი არწივის ორდენი უკრაინული ქვედანაყოფისთვის UPA-ს გმირების სახელობის დარქმევის გამო. მან ასევე განაცხადა, რომ პოლონეთი არ დაუშვებს ევროკავშირში გაწევრიანებას მათ, ვინც არ ესმის „ტოტალიტარიზმისა და ძალადობის კულტის“ უარყოფის აუცილებლობა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, უკრაინელმა მოქმედმა და ყოფილმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ დააბრუნებენ თავიანთ პოლონურ ჯილდოებს. ასევე გაჩნდა კითხვა, დაესწრებოდა თუ არა ზელენსკი პოლონეთის ქალაქ გდანსკში დაგეგმილ უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციას.

შაბათს, 20 ივნისს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორდენი ფოსტით გაუგზავნა კაროლ ნავროცკის.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, თუ რატომ რჩება ზელენსკისგან ჩამორთმეული ჯილდო ისეთი ფიგურების მფლობელობაში, როგორებიც არიან ბენიტო მუსოლინი, ეკატერინე დიდი და „კრემლის მეგობარი“ გერჰარდ შრიოდერი. მათ ორდენის ფოსტით დაბრუნება დამატებით შეურაცხყოფად შეაფასეს და ორდენისთვის UPA-ს სახელის მინიჭება გერმანელების მიერ „SS-ის გმირების“ სახელის მინიჭებას შეადარეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics