14:16 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 12:12:59, 262 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა

ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, გიორგი რეხვიაშვილის განცხადებით, მან შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

უფლებადამცველი განმარტავს, რომ სასამართლოს მიმართავენ, რათა დადგინდეს, რომ შალვა შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია.

პარლამენტის ტრიბუნიდან მოხდა განცხადებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ალექსანდრე ელისაშვილი არის ტერორისტი. მოგახსენებთ, რომ 2025 წლის 29 ნოემბერს ალექსანდრე ელისაშვილი დააკავეს სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე, ხოლო მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ეს არ არის სხვისი ნივთის დაზიანება და არის ტერორისტული აქტი, პროკურატურამაც დაუყოვნებლივ მოახდინა აღნიშნული კვალიფიკაციის შეცვლა. მოხდა პირდაპირი ზეწოლა პროკურატურაზე და აღნიშნული გამოიხატა იმასთან დაკავშირებით, რომ კვალიფიკაცია შეიცვალა, ასევე მოხდა ზეწოლა სასამართლოზე, რომ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება და  ალექსანდრე ელისაშვილი ცნონ მტკიცებულებების გარეშე დამნაშავედ, ტერორისტული აქტის ჩადენაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ დაადგინოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, შალვა პაპუაშვილმა არაერთხელ დაარღვია და შელახა ალექსანდრე ელისაშვილის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია," - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე კვლავ თვს ესხმის დიდ ბრიტანეთს და მის მოქმედ პრემიერს
სქროლვა-სქრინვის სამმართველო მოქალაქეს ივანიშვილის წყევლის გამო ან ჯარიმას დაუწესებს ან 20 დღე ციხეში გაუშვებს
რეჟიმის წარმომადგენელი კობახიძე სქროლვა-სქრინვის სამსახურს ოპტიმიზმით უყურებს
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics