22:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 22:42:00, 1327 ნახვა

პოლიტიკა
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?

ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. – ამის შესახებ ოლიგარქის ვაჟმა ცოტნე ივანიშვილმა 26 ივნისს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ? ფაქტი ფაქტად რჩება, რომ პროვოკაცია მოდიოდა გიორგი გახარიას პარტიის წევრებიდან. საკმაოდ მძიმე შეურაცხყოფები იყო გამოყენებული. კადრებშიც გამოჩნდა არაერთი შეურაცხყოფა და ნათლად გამოჩნდა.
როგორც უკვე ვთქვი, ძალიან უშნო საყურებელი იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი საქართველოსთვის. სხვათა შორის, თუ გადახედავთ, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაშიც, იაპონიაშიც, კორეაშიც და ასე შემდეგ, საკმაოდ ხშირია ასეთი სტილის კონფლიქტები პარლამენტში, რაც აგრეთვე არის ძალიან უშნო. როგორც უკვე გითხარით, ბევრ მოწინავე ქვეყანაში ძალიან ხშირია, რომ მსგავსი ტიპის კონფლიქტი მოხდეს. არ ვიძახი, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ძალიან სამწუხაროა, ძალიან ცუდი ფაქტებია" - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics