|
2026-06-24 20:43:48, 2083 ნახვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება. რეზოლუცია კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ პროექტებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების მიმართ გრძელდება. დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანას ერთპარტიული მმართველობისა და დიქტატურისკენ მიაქანებს. ასამბლეა მოითხოვს ოპოზიციის აკრძალვის პროცესის შეწყვეტას და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასრულებას. ამასთან, PACE-ს შეფასებით, ქვეყანაში არსებული ზეწოლისა და პოლარიზაციის ფონზე ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს. ასამბლეაში ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან. რეზოლუციაში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა. რეზოლუციაში მოთხოვნილია ისეთი კანონების გაუქმება, როგორებიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი; „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი; სხვა ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები. ასამბლეა შეშფოთებულია პოლიციის მხრიდან ძალადობის, დაკავებულთა შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობებით და მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას. რეზოლუციაში მხარდაჭერილია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დასკვნები და საქართველოს ხელისუფლებას მისი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დამატებით შესწორებებში გამოთქმულია შეშფოთება:
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)