16:05 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 20:17:19, 1081 ნახვა

კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა

რუსული მედია კომერსანტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სტატუსისა და შემდგომი განვითარების სტრატეგიული საკითხის გადაჭრის დრო დადგა".

"უკვე დრო მოვიდა გადაწყდეს სამხრეთ ოსეთის სტატუსის სტრატეგიული საკითხი და მისი მომავალი განვითარება. საჭიროა რაც შეიძლება მალე გამოსვლა ანკლავური მდგომარეობიდან პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. 

ამისათვის შეიცვალა კონსტიტუცია და გადაიხედა ბინადრობის ცენზი უმაღლესი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა კომერსანტმა წყარომ.

წყარომ ასევე განაცხადა, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მრჩევლად გადაყვანა მისი დაწინაურებაა.

ამასთან, წყარომ მიუთითა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების ცვლილება ოკუპირებულ რეგიონში არსებული სტაგნაციით არის განპირობებული.

ოკუპირებული სამაჩაბლოს ე.წ. კონსტიტუციაში ცვლილება შევიდა, რომელიც რუს მაღალჩინოსნებს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში უმაღლესი თანამდებობის დაკავების უფლებას აძლევს. 

შეცვლილი კონსტიტუციის მიხედვით, ალან გაგლოევს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადასვლის უფლება მიეცა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics