15:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 23:14:46, 1239 ნახვა

პოლიტიკა
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა.

უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვებზე პასუხად განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არსებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც მთავარსარდალმა და დაზვერვამ მიაწოდა, "22 ივნისიდან შესაბამისმა რეტრანსლატორებმა, რომლებსაც რუსეთი უკრაინაზე შაჰედებით დარტყმებისთვის იყენებდა, ბელარუსის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასძინა, რომ ამ ეტაპზე ზუსტად არ იცის, მოხდა თუ არა მათი დემონტაჟი, თუმცა აღნიშნავს, რომ უკრაინა ამაზე მუშაობს და თავად ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და ყოველდღიურ ანგარიშებს იღებს.

"ფაქტია, რომ დღეს ისინი არ მუშაობს", - თქვა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, 19 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსგან მოითხოვა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან მოეხსნათ რეტრანსლატორები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ შაჰედების დასამიზნებლად იყენებს. 

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მოთხოვნის შესრულება ერთ კვირაში შეიძლებოდა. ასევე დაემუქრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა თავად მოაცილებდა ამ რეტრანსლატორებს.

დღეს, 24 ივნისს, ბელარუსულმა მედიამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ რუსეთი აღარ უშვებს თავის დამრტყმელ დრონებს ბელარუს-უკრაინის საზღვრის მიმართულებით.

ბელარუსის ოფიციალური პირებისგან ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics