00:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 18:42:32, 267 ნახვა

სამართალი
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი 2026 წლის საუკეთესო სუბ-კასტოდიან ბანკად დაასახელა ქვეყანაში.

აღნიშნული აღიარება ეფუძნება Global Finance-ის ყოველწლიურ შეფასებას, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 83 ქვეყანასა და რეგიონში მოქმედ საბანკო ინსტიტუტებს მოიცავს. გამარჯვებულების შერჩევისას გამოცემის რედაქციამ გაითვალისწინა ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა მომსახურების ხარისხი, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარება, ოპერაციული მდგრადობა და სხვა პარამეტრები. გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით, Global Finance-ის რედაქცია 2024 წლის მონაცემების ანალიზს დაეყრდნო.

Global Finance-ის შეფასებით, მზარდი გლობალური საინვესტიციო მოთხოვნის ფონზე, სუბ-კასტოდიან ბანკების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.   საქართველოს ბანკმა კი გამოიჩინა მაღალი საოპერაციო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისი მომსახურების ხარისხი.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ავითარებს მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისებს, რომლებიც ინოვაციურ და თანამედროვე საბანკო გამოცდილებას ქმნის. ჩვენ არ ვჩერდებით არსებული პროდუქტების გაუმჯობესებაზე და აქტიურად ვახორციელებთ ახალ ინიციატივებს, რათა კიდევ უფრო გავამარტივოთ და გავაუმჯობესოთ საბანკო მომსახურება. Global Finance-ის მიერ მინიჭებული აღიარება ჩვენი გუნდის ყოველდღიური შრომისა მნიშვნელოვანი დადასტურებაა, რაც გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ განვითარება და დავაწესოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტები“,— აღნიშნავს საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი, ელენე ცხადაია.

ინფორმაციისთვის, სუბ-კასტოდიანი ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაციაა, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი წამყვანი სუბ-კასტოდიანი ბანკია ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორებასა და შენახვას სთავაზობს. საქართველოს ბანკი 2011 წლიდან იღებს მონაწილეობას Best Sub-Custodian Bank Award-ში და ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics