02:20 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 14:11:26, 649 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბანკი აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და რეგიონებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას. ბანკი რეგულარულად მართავს შეხვედრებს, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ფინანსური შესაძლებლობების გაცნობას და მათთვის პრაქტიკული განვითარების ინსტრუმენტების შეთავაზებას.

ამჯერად, მორიგი შეხვედრა ბათუმში, SOLO ლაუნჯში, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გაიმართა, რომელიც მიზნად EBRD-ის ფინანსური, საგრანტო და საკონსულტაციო შესაძლებლობების გაცნობას ისახავდა.

ღონისძიებაზე ადგილობრივ მეწარმეებს დეტალურად გააცნეს EBRD-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესების განვითარებას, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია როგორც დაფინანსების ხელმისაწვდომ სქემებზე, ასევე საკონსულტაციო პროგრამებსა და საგრანტო კომპონენტებზე.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაგრძელდება, რაც მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics