00:24 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-26 11:16:13, 348 ნახვა

სამართალი
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა

სააფთიაქო ნარკომანიისა და ფსიქტოროპუილი მედიამემტების შავი ბაზრის სკანდალურ საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ირაკლი მხეიძეა.

“ტვ პირველისთვის” დეტალები ღამის სასამართლო პროცესიდან გახდა ცნობილი. გამოძიების ვერსიით, ყოფილი საჯარო მოხელე სხვა ბრალდებულებს მედიკამენტების გაყიდვაში ეხმარებოდა.

სხდომა საქალაქო სასამართლოში, სადაც ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, გვიან ღამემდე გაგრძელდა. მოსამართლე მზია გარშაულაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენეს ადვოკატებმა, თუმცა მსაჯულმა საქმე არ აიცილა.

ბოლოს მოსამართლემ პროცესი დახურა, დამსწრეები და ჟურნალისტები დარბაზიდან გაუშვა – მოტივი პროკურორის შუამდგომლობა გახდა -სახელმწიფო ბრალდებამ “დარბაზიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები” გააპროტესტა.

რამდენიმე საათიანი პროცესის შემდეგ, ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ – ძებნა გამოცხადა ასევე 3 პირზე, რომლთა შორის ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელია.

2023 წლის ივლისში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორად ირაკლი მხეიძე დაინიშნა.

ირაკლი მხეიძემ ამ თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე შეცვალა.

2024 წელს, ირაკლი კობახიძის განკარგულებით იგი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

რეგულირების სააგენტოს ინფორმაციით, ირაკლი მხეიძე 2022-2023 წლებში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics