02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 16:11:47, 336 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავდაცვის ბიუჯეტის დამატებით 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად მთავრობამ რამდენიმე მსხვილი რეგიონული ავტომაგისტრალის პროექტი შეაჩერა ან განუსაზღვრელი ვადით გადადო. ასევე შემცირდა მწვანე ენერგეტიკის სახელმწიფო სუბსიდიები და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის გათვალისწინებული დაფინანსება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროს გარდა, ყველა სხვა უწყების, ჯანდაცვისა და განათლების გამოკლებით, კაპიტალური ხარჯები 1%-ით შემცირდება.

ბრიტანული მედიის ცნობით, დამატებითი სახსრები მიმართული იქნება სამხედრო ტექნოლოგიების განვითარებაზე. დაფინანსება მოხმარდება დრონების წარმოებას, ხელოვნური ინტელექტის სამხედრო სისტემებში ინტეგრაციასა და იტალიასთან და იაპონიასთან ერთად მომავლის გამანადგურებელი თვითმფრინავის (GCAP) პროგრამას.

კირ სტარმერის განცხადებით, სამხედრო შეკვეთები ბრიტანულ საწარმოებში დაახლოებით 60 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

გადაწყვეტილების შედეგად დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ხარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2.7%-ს მიაღწევს. მთავრობის მიზანია, ეს მაჩვენებელი ნატოს მიერ განსაზღვრულ 3%-იან ნიშნულამდე გაიზარდოს.

The Guardian-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი პრემიერისთვის გარკვეულწილად იძულებითიც იყო. მათივე თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯონ ჰილის ხმაურიანმა გადადგომამ, რომელიც არმიის „სავალალო მდგომარეობაზე“ საუბრობდა, მთავრობას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ამ გადაწყვეტილებით სტარმერმა შეძლო სამხედრო ელიტაში დაწყებული პროტესტის ჩახშობა. ამასთანავე, დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით კი ვაშინგტონის მზარდი წნეხის ფონზე, ლონდონს სურდა ეჩვენებინა, რომ იგი ნატოს წამყვან ევროპულ ძალად რჩება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics