2026-06-12 13:13:06, 522 ნახვა
პოლიტიკა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ პოლიციის პოლკოვნიკმა შალვა ბარელაძემ თავისი გადაწყვეტილებით დატოვა თანამდებობა და გადავიდა კადრების განკარგულებაში.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებული Facebook გვერდი, ყველაფერი პოლიციის შესახებ აქვეყნებს.
მათივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გოგა მემანიშვილი დაინიშნა რომელიც აქამდე ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ამასთან, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი დავით მამაგეიშვილი დაინიშნა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,