01:22 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 20:17:49, 429 ნახვა

პოლიტიკა
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ

ევროპის სახალხო პარტიის (EPP) გენერალურმა მდივანმა, დოლორეს მონსერატმა, განაცხადა, რომ მას სურს „ძლიერი გზავნილი“ გაუგზავნოს საქართველოს ყველა მოქალაქეს და მათ, ვინც საქართველოში სრული დემოკრატიისთვის იბრძვის: „ჩვენ ყოველთვის მათ მხარეს ვართ!“

ევროპელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ EPP სოლიდარობას უცხადებს ამჟამად ციხეში მყოფ ყველა პოლიტიკურ პატიმარს.

„ჩვენ უკან არ დავიხევთ. ჩვენი მეორე გზავნილია სოლიდარობა ყველა პოლიტიკურ პატიმართან, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან სრული დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თავისუფლებისა და თანასწორობის დასაცავად ქართულ საზოგადოებაში და, რა თქმა უნდა, ყველა დაპატიმრებულ ქალ ჟურნალისტთან.

ასევე, ოპოზიციური პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია ციხეშია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩვენ გვსურს, რომ მას და მთელ ქართულ საზოგადოებას ძლიერი გზავნილი გავუგზავნოთ. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ. ის ოთხი შვილის დედაა და ციხეში ჯანმრთელობის პრობლემებს განიცდის“, - განაცხადა მონსერატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics