00:10 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-25 15:25:22, 367 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ

დარწმუნებული ვარ რომ, საქართველოს საზოგადოებას არ სურს მოხდეს ისე რომ, ერთ დღეს საუკეთესო მოქალაქეებმა ვეღარ შესძლონ საქართველოში ცხოვრება, თავისუფალი ვერ იქნებიან უბრალოდ. და თუ ხალხი გავა ქვეყნიდან, ჯერ ყველაზე ნიჭიერებს, ყველაზე ნათელს ადამიანებს აიძულებენ გავიდნენ" - თქვა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი გუდკოვმა "ევროსკოპთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.

“დარწმუნებული ვარ რომ, საქართველოს საზოგადოებას არ სურს მოხდეს ისე რომ, ერთ დღეს საუკეთესო მოქალაქეებმა ვეღარ შესძლონ საქართველოში ცხოვრება, თავისუფალი ვერ იქნებიან უბრალოდ. და თუ ხალხი გავა ქვეყნიდან, ჯერ ყველაზე ნიჭიერებს, ყველაზე ნათელს ადამიანებს აიძულებენ გავიდნენ, მერე კი არავინ იქნება ვინც სხვებს დაიცავს… ჯერ გაიძულებენ რომ გახვიდე, თუ არ წახვალ, მოკგკლავენ როგორც ალექსეი ნავალნის, და არა მარტო მისნაირად, ახლა ათეულობით ადამიანი გვყავს, ვინც ციხეებში გარდაიცვალა. მეორე ეტაპზე, თუ ძაან ცნობილი არ ხარ, ხელისუფლებას ისე არ ადარდებ, მათი მიზანი არ არის შენი გასვლა, მიზანია შენი გაჩუმება, არ აქვს მნიშვნელობა, წახვალ, თუ დაგიჭერენ. ცნობილებს აიძულებენ წასვლას, რადგან მათი ხმა ისე ხმამაღლა არ ისმის გარედან, როგორც შიგნით. თუ შენ თავიდან ცოტა თავისუფლებას დათმობ, ჯერ აგენტი გაჩნდება, მერე არასასურველი ორგანიზაციები, მერე ტერორისტების და ექსტრემისტების სია და უცებ ამ სიაში აღმოჩნდება ყველა, ვისაც ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრი გააჩნია…” ეუბნება დიმიტრი გუდკოვი ევროსკოპს.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ.

“თუ ჩვენს გარშემო იქნება ბევრი დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყანა, ეს რუსეთისთვის ხელსაყრელია, რუსეთისთვის ხელსაყრელია იყოს დემოკრატიული. პუტინის შემდეგ რუსეთი ამ გზით წავა. ამიტომ, საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ გზა არის და არა ნორმალური რუსების წინაამდეგ, ვისაც თავად სურს თავისუფლება, ვისაც სურს რომ, მათ არ აპატიმრებდნენ საუბრის გამო, ვისაც სურს ნორმალურად აწარმოოს ბიზნესი, რომ არ დაფრინავდნენ დრონები, რომ მათ არ უშვებდნენ ომში. ასეთი ხალხი ძალიან ბევრია, მაგრამ სამწუხაროდ ისინი ისეთ ვითარებაში აღმოჩნდნენ სადაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ,” ამბობს რუსი ოპოზიციონერი, დიმიტრი გუდკოვი ევროსკოპთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics