|
2026-07-06 20:51:48, 250 ნახვა
სამართალი
8 წელი მიუსაჯეს მამას, რომელიც სექსუალურად ძალადობდა არასრულწლოვან შვილზე
ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გაიქცა და უკვე სრულწლოვანმა „საფარს“ მიმართა. საქმეში „საფარის“ იურისტი, მარი ვარამაშვილი ჩაერთო. მან დაზარალებულთან ერთად დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას. მისი ჩართულობით გამოძიებამ გოგოს მიმართ წლების განმავლობაში განხორციელებული ძალადობის დამადასტურებელი ყველა შესაძლო მტკიცებულება მოიპოვა. მოძალადე მამა პოლიციისთვის მიმართვიდან მალევე დააკავეს“, – „საფარი“. მათივე ინფორმაციით, 2026 წლის 6 ივლისს სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დაზარალებულის მიწოდებული ინფორმაცია სრულიად გაიზიარა და საკუთარ შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 141-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (რაც 5-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)