|
2026-06-03 13:21:58, 7238 ნახვა
სპორტი
გულის გაჩერების შედეგად 41 წლის ასაკში ფეხბურთელი ჯაბა დვალი გარდაიცვალა
ქართულ საფეხბურთო სამყაროს კიდევ ერთი ვეტერანი მოთამაშე გამოაკლდა — 41 წლის ასაკში ყოფილი თავდამსხმელი, ჯაბა დვალი გარდაიცვალა. - ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. მათივე ინფორმაციით, ფეხბურთელმა ინფარქტი და გულის გაჩერება გადაიტანა 1 კვირის წინ და განმეორდა ამ დილით. "გერმანულ ჰოსპიტალში" სტენტი ჩაუდგეს და გაწერეს თუმცა შეტევა დღეს განმეორდა. "უდიდესი გულისტკივილით უნდა გაცნობოთ, რომ 41 წლის ასაკში გარდაიცვალა წარსულში ჩვენი კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების წევრი, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გენერალური დირექტორი ჯაბა დვალი... ვუსამძიმრებთ ოჯახსა და ახლობლებს!" - წერს საფეხბურთო კლუბი. : კარიერის განმავლობაში იცავდა ისეთი გუნდების ღირსებას, როგორებიცაა საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, თბილისის „დინამო“, ბოლნისის „სიონი“, რუსთავის „ოლიმპი“, მოლდოვური „დაჩია“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“. არის საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი, ორგზის თასის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონატის ორგზის საუკეთესო ბომბარდირი. ითვლებოდა ევროთასებზე ქართული კლუბების ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლედ. ასპარეზობდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებშიც. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, ჯაბა დვალი საფეხბურთო სტრუქტურაში დარჩა და სიცოცხლის ბოლო პერიოდში საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა.
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)