20:28 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 15:15:20, 263 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა

ახალგაზრდებისთვის განათლების და აღმოჩენების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. 

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონის სკოლებში თანამედროვე ბიბლიოთეკებს - იდეათეკებს ქმნის. 

თანამედროვე ბიბლიოთეკები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 2000-მდე წიგნით, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით. ახალ სივრცეში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, აღმოაჩინონ STEM კუთხეც, სადაც გაეცნობიან მომავლის პროფესიების და STEM მეცნიერების საფუძვლებს.

საქართველოს ბანკის რიგით 29-ე იდეათეკა ქართული წიგნის ინსტიტუტთან და Monarch Hotel-თან თანამშრომლობით სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში აშენდა.

ინფორმაციისთვის, დღეს, საქართველოს ბანკის იდეათეკები 11 რეგიონის 29 სკოლაში ფუნქციონირებს და  20 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics