2026-06-30 10:50:53, 265 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოში მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურა.
ამის შესახებ ის X-ზე ქართულ ენაზე წერს და საქართველოს მოქალაქეებს ემშვიდობება.
„ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა. მადლობა, ბედნიერად და „Auf Wiedersehen”,- წერს ფიშერი X-ზე.
ამასთან, ის რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც დართული აქვს ინგლისელი მუსიკოსის, პიტერ გებრიელის მუსიკა „Won't Stand Down“ („უკან არ დავიხევთ").
ავტორი: ექსპრესნიუსი,