12:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-07 19:17:34, 362 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა

„გაზპრომ ნეფტის“ საკუთრებაში არსებულმა რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ომსკში, რომელიც 6 ივლისს დრონებით თავდასხმის გამო შეწყვიტა ნედლი ნავთობის გადამუშავება, განუცხადა „როიტერს“ ინდუსტრიის ორმა წყარომ.

მათი ინფორმაციით, წელიწადში 22 მილიონი ტონა სიმძლავრის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში AVT-10 ნედლი ნავთობის დისტილაციის ბლოკი დაზიანდა და ხანძარი გაუჩნდა. ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 38%-ს, ანუ დღეში 24,500 ტონას შეადგენდა.

„როიტერი“-ს წყაროების ცნობით, ასევე დაიხურა AVT-11 ბლოკი, რომელიც დღეში 24,000 ტონა ნავთობის (ქარხნის სიმძლავრის 37%) და 3,400 ტონა გაზის კონდენსატის (ქარხნის სიმძლავრის 5%) გადამუშავებისთვისაა განკუთვნილი.

სააგენტოს წყაროების ცნობით, AVT-11 ბლოკი არ დაზიანებულა, თუმცა დაზიანებულია ქარხნებს შორის კომუნიკაციები, რომლებიც მის მუშაობას უზრუნველყოფს. მათი შეფასებით, AVT-11 უახლოეს მომავალში შეძლებს ნავთობგადამუშავების განახლებას.

სამშაბათის მდგომარეობით, ომსკის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რომელიც რუსეთში ნავთობგადამუშავების მთლიანი მოცულობის 8%-ს შეადგენს, სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო-ნედლეულის ბირჟაზე ბენზინისა და დიზელის საწვავის საბითუმო რაოდენობით გაყიდვა შეწყვიტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics