2026-07-07 21:17:20, 438 ნახვა
პოლიტიკა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება. ის სოხუმში „დიდი ბავშვთა ფესტივალის ექოს“ გახსნაზე ჩავიდა, რომელიც 6-დან 10 ივლისამდე გაიმართება.
ბეზრუკოვი ფართო აუდიტორიისთვის ასევე ცნობილია ალექსანდრე ბელოვის („საშა ბელი“) როლით სერიალ „ბრიგადაში“, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში გავიდა ეთერში.
სოხუმში ვიზიტის დროს რუსი მსახიობი შეხვდა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ბადრა გუნბას და სოხუმის ე.წ. მერს, ტიმურ აგრბას. შეხვედრის შემდეგ ბეზრუკოვმა და აგრბამ ქალაქის სანაპიროზე გაისეირნეს.
ეს არ არის რუსი კულტურის წარმომადგენლების პირველი ვიზიტი ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში წელს. რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი ირინა მურავიოვა ივნისში ეწვია აფხაზეთს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,