13:31 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-27 21:07:04, 3400 ნახვა

სამართალი
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"

ოცნების სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე აცხადებს, რომ დროას ლიდერ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის შეფასების ნაცვლად ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია".

პატარიძე აღნიშნავს, რომ საქმის ნაცვლად საჯარო განცხადებების გაგრძელების შემთხვევაში, იძულებული იქნება სხვა ნაბიჯები გადადგას.

"სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი იმიტომ, რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებულია.

მინიშნებით გეტყვით, რომ მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე, ხომ? და კონკრეტული პროცესების მართვაზე, ნუ, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ", - თქვა პატარიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
ფატიმა კარიმოვას მკვლელობის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი წარედგინა
დონალდ ტრამპი ევროპაში ამერიკული ჯარების მესამედით შემცირებას გეგმავს
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხე გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics