2026-06-10 19:16:09, 424 ნახვა
საზოგადოება
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 6 პირს: გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ისინი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფდნენ.
საპროცესო შეთანხმება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დაამტკიცა. ექვსივე მათგანი 3-წლიანი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა.
აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება ასევე სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,