02:11 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-09 14:26:21, 453 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს

ევროპის საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ჟურნალისტ აფგან სადიგოვის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი წერილს აქვეყნებს, სადაც მიმართავს აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას და მოითხოვს განმარტებას, თუ რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საქმე ჟურნალისტის წინააღმდეგ და რატომ მიესაჯა მას პატიმრობა.

თავის წერილში კომისარი ეყრდნობა აზერბაიჯანის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ადრინდელ მიმართვას და ითხოვს ყველა იმ უფლებადამცველის, ჟურნალისტისა და სამოქალაქო აქტივისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომლებიც დაპატიმრებულნი არიან თავიანთი კანონიერი საქმიანობის ან განსხვავებული/კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის გამო, აგრეთვე მათ მიმართ ყველა დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების მოხსნას.

9 ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ აფგან სადიგოვის პატიმრობა ოფიციალურად დადასტურდა. მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტი იმავე საქმეზე დააკავეს, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანი მისი ექსტრადიციას ითხოვდა.

მანამდე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლმა, 8 ივნისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან სადიგოვი სახლიდან ნიღბიანმა პირებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს.

ცნობისთვის, 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის, ქვეყნიდან გააძევეს.

აფგან სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics