20:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-01 22:04:32, 420 ნახვა

პოლიტიკა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს

ევროკავშირი 200 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს სამხრეთ კავკასიის სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთად ნამდვილად შეგვიძლია ფურცელზე მშვიდობის რეალურ მშვიდობად გადაქცევა. ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად.

ამას ჩემს დღევანდელ პირველ პუნქტამდე მივყავარ - დაკავშირებადობით გვსურს მშვიდობის დამყარება. გლობალური კარიბჭის საინვესტიციო პროგრამა გვაქვს და ამ პროგრამით გრანტების ფორმით 200 მილიონ ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ კავშირებში სამხრეთ კავკასიაში. ამას 2 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციების მობილიზების პოტენციალი აქვს.

პროექტი შეიძლება მოიცავდეს სარკინიგზო კავშირს ნახიჩევანში, ბაქოს პორტის განვითარებას. სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, რომელიც ევროპას კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics