22:11 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 08:59:19, 3316 ნახვა

ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა, განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (რამშტაინი) შეხვედრაზე მოკავშირეებმა ახალი დახმარების პაკეტების შესახებ გახდა ცნობილი - ამის შესახებ ფედოროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

„ასევე, დღეს გამოცხადდა დახმარების პაკეტი შორი დისტანციის არტილერიისთვის - შორი დისტანციის არტილერიისთვის, 30 კილომეტრზე მეტი მოქმედების დიაპაზონით“.

ფედოროვის თქმით, შეხვედრის შედეგები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია, მაგრამ უკრაინისთვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება უკვე ცნობილია.

„დღეს ასევე გაკეთდა განცხადებები უკრაინული დრონებისა და უკრაინული რაკეტების მხარდაჭერის შესახებ. მხოლოდ ნიდერლანდებმა გამოაცხადა დახმარება რაკეტების, ფრთოსანი რაკეტების, დაახლოებით 700 ფრთოსანი რაკეტის სახით.

სრულ შედეგს რამდენიმე საათში გავიგებთ, რადგან დღეს მართლაც ბევრი სხვადასხვა განცხადება იყო, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ ეს დაახლოებით 4 მილიარდ დოლარს შეადგენს“. - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics