19:51 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-20 17:42:08, 1041 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ოთხწლიან მინიმუმამდე დაეცა

2026 წლის იანვრიდან მაისამდე საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე იყო.

კერძოდ, იანვრიდან მაისამდე ქვეყანაში იმპორტირებულია 77,054 ავტომობილი, რომლის ღირებულება 1.251 მილიარდი დოლარია. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 90,434 ავტომობილი, რომლის ღირებულება 1.567 მილიარდი დოლარია.

ამგვარად, წლიურად, ავტომობილების იმპორტი მოცულობით 14.8%-ით, ხოლო ღირებულებით დაახლოებით 20.2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, აშშ კვლავ რჩება საქართველოში ავტომობილების წამყვან მიმწოდებლად. 2026 წლის პირველ ხუთ თვეში აშშ-დან იმპორტირებულია 58,881 ავტომობილი, რომლის ღირებულება 698.1 მილიონი დოლარია.

საქართველოში ავტომობილების გაყიდვის ტოპ 10 ქვეყანა (2026 წლის იანვარი-მაისი):

აშშ — 58,881 ავტომობილი, რომლის ღირებულება 698.1 მილიონი დოლარია;
გერმანია — 2,000 ავტომობილი, რომლის ღირებულება 171.2 მილიონი დოლარია;
იაპონია — 7,487 ავტომობილი, რომლის ღირებულება 166.5 მილიონი დოლარია;
დიდი ბრიტანეთი — 312 ავტომობილი, რომლის ღირებულება 35.8 მილიონი დოლარია;
ჩინეთი — 3,339 ავტომობილი, რომლის ღირებულება 31 მილიონი დოლარია;
თურქეთი — 719 ავტომობილი, რომლის ღირებულება 28.5 მილიონი დოლარია;
სამხრეთ კორეა — 1,432 ავტომობილი, რომლის ღირებულება 21.3 მილიონი დოლარია;
კანადა — 990 ავტომობილი, რომლის ღირებულება 16 მილიონი დოლარია;
იტალია — 89 ავტომობილი, რომლის ღირებულება 13.4 მილიონი დოლარია;
აზერბაიჯანი — 33 ავტომობილი, რომლის ღირებულება 10.5 მილიონი დოლარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics