2026-07-11 11:49:19, 293 ნახვა
High - Tech
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
Apple-მა OpenAI-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ChatGPT-ის დეველოპერს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას სავაჭრო საიდუმლოებების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
CNBC-ის ცნობით, კომპანია აცხადებს, რომ OpenAI-მ Apple-ის ინტელექტუალური საკუთრება და კონფიდენციალური ინფორმაცია გამოიყენა.
გარდა ამისა, სარჩელში ნათქვამია, რომ Apple-ის თანამშრომლებს, რომლებიც OpenAI-ში გაწევრიანებას განიხილავდნენ, სავარაუდოდ, კომპანიისთვის სავაჭრო საიდუმლოებების გადაცემა მოსთხოვეს. სარჩელი კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქში 10 ივლისს შეიტანეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,