17:01 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 17:26:16, 448 ნახვა

პოლიტიკა
ALDE-ს რეზოლუცია „ოცნების“ წევრების წინააღმდეგ პერსონალურ სანქციებს მოითხოვს

ALDE (ევროპული პოლიტიკური გაერთიანება „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“) ვენაში დაგეგმილ კონფერენციაზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მიღებას გეგმავს.

პარტიამ „დროა!“ წარადგინა დოკუმენტის პროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ ფართო რეგიონი რუსეთის გავლენას ამცირებს, საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი მთავრობა აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის უკანასკნელ დასაყრდენად და სატელიტად აქცია“.

ALDE აღიარებს ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ. შეშფოთება გამოითქვა პოლიტიკოსებისა და მომიტინგეების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო. ამ კონტექსტში, დოკუმენტში ნახსენებია ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, „დროა!“ პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია და „სტრატეგია აღმაშენებლის“ პარტიის გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.

ALDE მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს და ევროპულ სახელმწიფოებს, დააწესონ პერსონალური სანქციები ქვეყანაში დემოკრატიული უკუქცევისა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებისთვის პასუხისმგებელი პირების, ასევე „ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქსელების“ მიმართ.

პოლიტიკური ალიანსი რეკომენდაციას უწევს „ქართულ ოცნებასა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის მკაფიო გამიჯვნის შენარჩუნებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას.

ALDE-ს რეზოლუციის მიღება საქართველოს შესახებ 4 ივლისს არის დაგეგმილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics