19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-27 12:48:16, 614 ნახვა

კომენტარი
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს

პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებას“ ძალადობის, სიძულვილისა და პოლიტიკური დევნის დამკვიდრებაში ადანაშაულებს.

როგორც "ტვ-პირველს" დეკანოიძემ განაცხადა, ხელისუფლება თავად ახალისებს ძალადობასა და სიძულვილს, თუმცა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სწორედ ამის გამო სჯის. 

პარლამენტშ შეყრილი უინტელექტო არარაობები, უბრალოდ, ძალადობენ ადამიანებზე და ეს არის დამკვიდრებული წესი. არ დაგვავიწყდეს ასევე, რომ მთელი თეები ლაპარაკობენ იმაზე, რომ რაღაც დეპარტამენტი შექმნეს შსს-ში და ეს დეპარტამენტი თითქოს სიძლვილის ენას ებრძვის და წარმოიდგინეთ, თვითონ ამკვიდრებენ ძალადობასაც, სიძულვილსაც, უწგინურობასაც, გაუნათლებლობასაც, თვითონ ასხივებენ ამ ყველაფერს, მაგრამ აპატიმრებენ სხვებს. მზია ამაღლბელი სილის გარტყმის გამო ზის უკვე მეორე წელია ციხეში და ერთი წელი წუწუნებდა  ტიროდა დგებუაძე, პოლიციის უფროსი. არ დაგვავიწყდეს, რომ ელენე ხოშტარია საერთოდ არაფრის გამო ზის ანუ აზრის გამოხატვის გამო ზის, უამრავი პატიმარი გვყავს, პოლიტიკოსი პატიმრები გვყავს, რომელსაც არათუ ძალადობის აქტი, საერთოდ არაფერი ჩაუდენია. განსაკუთრებით მინდა, გამოვარჩიო ტალახაძე და გორდულაძე, რომელმაც თავი გამოიჩინა, სპეციალურად აძვრა სპეციალურ ადგილზე, რომ იქიდან დაერტყა თავისი კოლეგისთვის, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics