03:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-18 12:39:42, 2513 ნახვა

პოლიტიკა
დეკანოიძე - საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება

"საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება."  - ასე გამოეხმაურა,   ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე რეჟიმის მიერ მოქალაქეთა მასიური კონტროლის დაანონსებას.

"მდინარაძე სუს-დან გამოუშვეს. ამის შემდეგ, შექმნეს გაუგებარი ბიუროკრატია, დაუნიშნეს მაღალი ხელფასი და ეს ხელფასი ხომ უნდა გაამართლოს?

უსაქმურად ვერ იქნება.

ამიტომ გამოიგონეს მორიგი იდიოტიზმი. ისევ მაღალხელფასიანი მორიგი ბიუროკრატია.

საკვებ პროდუქტებზე ფასები დაავიწყდათ, სამაგიეროდ, მდინარაძის ფუნქციისთვის კიდევ უფრო მეტი ჩვენი ფული დაიხარჯება.

აბსურდულობამდე კომიკური უსაქმურობის პროგნოზირებადობა.." | წერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე

 დღეს მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი იქნება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics