17:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 11:11:12, 262 ნახვა

საზოგადოება
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.

ამჯერად, Punchline Profit-ის სტუმრები „ტელაგრის“დამფუძნებელი, ირაკლი ჩიქავა და „დომინოს პიცას“დამფუძნებელი, მიხეილ ალხანიშვილი იქნებიან. სტუმრები ისაუბრებენ იმაზე, თუ რატომ შეიძლება სწორი შეხვედრა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე მილიონიანი მარკეტინგული ბიუჯეტი. ასევე, იმ გამოწვევაზე, რომელიც წარმატებული ბიზნესის შექმნის შემდეგ იწყება: რა უნდა აკეთოს დამფუძნებელმა მაშინ, როდესაც კომპანიას მისი ყოველდღიური ჩართულობა აღარ სჭირდება.

გულწრფელი დიალოგის, რეალური ბიზნესგამოცდილებებისა და იუმორის საშუალებით, ეპიზოდი შეეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გაფართოება, ლიდერობა, დელეგირება, დამფუძნებლის როლი და ბიზნესის განვითარების შემდეგი ეტაპი.

Punchline Profit-ის მეორე ეპიზოდის წამყვანები უცვლელად, შოთი არველაძე და გიორგი მარრი იქნებიან, თანაწამყვანის ამპლუაში კი, ამჯერად, BLC Law Office-ის მმართველი პარტნიორი და ინვესტორი, ქეთევან ქვარცხავა წარდგება. მეორე ეპიზოდიც, ტრადიციულად, სამ ძირითად ნაწილს გააერთიანებს - დისკუსიას, ბიზნესთერაპიას და გამოსავლის ძიებას.

Punchline Profit-ის თითოეული ეპიზოდის, ასევე სხვადასხვა სახის კონტენტის ნახვა ბიზნესშოუს YouTube-ის გვერდზე, ასევე, ონლაინ პლატფორმებზე - Facebook, Instagram, LinkedIn-სა და TikTok-ზეა შესაძლებელი.

ბიზნესშოუ მედია კომპანია Shark Media-ს ინიციატივით ხორციელდება და მისი მთავარი მხარდამჭერია თიბისი ბიზნესი, მხარდამჭერი კი - Visa. პროექტის მიზანს საქართველოში მოქმედი ბიზნესების ფინანსური და სამეწარმეო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს, მარტივად გასაგები და განსხვავებული ფორმით. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხოშტარია - არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც რომელიმე „ქოცი“, ბიძინა ივანიშვილით დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული მსხვერპლის როლში დამინახავს
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics