2026-06-18 10:59:58, 305 ნახვა
რეგიონი
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
თურქეთის ხელისუფლება მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, როდესაც აუცილებელი პირობები წარმოიქმნება. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა გაზეთ „Türkıye“-ს განუცხადა 16-17 ივნისს რუსეთში ვიზიტის შემდეგ.
„[ნიკოლ] ფაშინიანის მთავრობამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა [ნორმალიზაციისკენ]. ჩვენი პრეზიდენტის [ტაიპ ერდოღანის] დავალებით, ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის პირდაპირი ვაჭრობისა და საჰაერო მიმოსვლის დამყარება. ასევე ნათელია, რა არის გასაკეთებელი ახალ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ ნორმალიზაციისთვის, როდესაც აუცილებელი პირობები წარმოიქმნება“, - აღნიშნა ფიდანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,