19:41 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 12:00:49, 271 ნახვა

საზოგადოება
სელფი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის პარტნიორია!

19-21 ივნისს თბილისი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ჰაბად იქცევა. Global Tech Weekend-ი ინოვაციების, მეწარმეობისა და თანამედროვე მიღწევების გარშემო წამყვან პროფესიონალებსა და საინტერესო იდეებს მოუყრის თავს.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პანელური დისკუსიები და თემატური გამოსვლები ინდუსტრიის აქტუალურ საკითხებზე. 20 ივნისს, სესიის - "Transforming Enterprises for the Digital Era" - ერთ-ერთი სპიკერი სელფის ციფრული მიმართულებებისა და ინოვაციების ხელმძღვანელი, ია კუპატაძე იქნება. ის ვრცლად ისაუბრებს ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე თანამედროვე ბიზნესის განვითარებაში.

როგორც პროექტის მხარდამჭერი, სელფი აქტიურად უწყობს ხელს გამოცდილების გაზიარებას, ცოდნის გაცვლასა და პარტნიორობის ახალი პერსპექტივების გაჩენას.

"ჩვენთვის პრიორიტეტულია იმ ინიციატივების გვერდით დგომა, რომლებიც ქვეყანაში პროგრესსა და ციფრულ წინსვლას ემსახურება. გვჯერა, რომ სწორედ მსგავსი კოლაბორაციები ქმნის საუკეთესო პლატფორმას მომავლის შესაძლებლობებისთვის", - აცხადებენ სელფი მობაილში.

დეტალურად: Global Tech Weekend - Tbilisi 2026





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics