15:44 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-16 14:18:40, 514 ნახვა

მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევიან-ლე-ბენში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას CNN საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პირველი საკითხი, რის შესახებაც ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა იყო.

„მაშ ასე, პირველ რიგში, გაქვთ თუ არა ორმხრივი შეხვედრა ორგანიზებული პრეზიდენტ ტრამპთან?“ - მიმართა მაკრონმა ზელენსკის და შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა.

CNN-ის ცნობით, ტრამპის ოფიციალურ გრაფიკში ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებები არ შედის, თუმცა ასეთი სამიტების დროს შესაძლებელია და ხშირად ხდება კიდეც იმპროვიზირებული შეხვედრების ორგანიზება.

CNN-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ „დიდი შვიდეულის“ მასპინძლის რანგში, მაკრონმა ზელენსკი სამიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია იმ იმედით, რომ მისი ყოფნა ხელს შეუწყობს უკრაინის საკითხის მიმართ ჯგუფის მხარდაჭერას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics