14:59 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-11 16:36:21, 1985 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არღვლიანი, საკონსულტაციო კომპანია EVA-ს დამფუძნებელი უძღვებოდა.

შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებდა და მიზნად ისახავდა იმ გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას, რომლებიც ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდება. ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ლიდერობის, მმართველობითი უნარებისა და ორგანიზაციული განვითარების შესახებ.

შეხვედრის მონაწილეებმა ბიზნესის განვითარების 5 კრიტიკული საფეხური და თითოეული ეტაპისთვის დამახასიათებელი ძირითადი გამოწვევები განიხილეს. ვორკშოპზე ასევე ისაუბრეს ლიდერის როლზე კომპანიის ზრდის სხვადასხვა ფაზაში, ლიდერობის ინდივიდუალური მოდელის აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე მეთოდებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც თანამშრომელთა ლოიალობის, ჩართულობისა და ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს.

ბიზნეს 360˚ საქართველოს ბანკის პლატფორმაა, რომელიც ბიზნესს ერთ სივრცეში სთავაზობს განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობებს. პლატფორმა აერთიანებს საგანმანათლებლო რესურსებს, მათ შორის ბიზნესკურსებს, სექტორულ კვლევებსა და შეთავაზებებს, ასევე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს - ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა თემატურ შეხვედრებს, რომლებიც მეწარმეებს ცოდნის გაღრმავებასა და ბიზნესის ზრდაში ეხმარება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics