16:23 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-17 12:45:08, 332 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა. - წერია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის შემოდგომაზე, სს „საქართველოს რკინიგზის“ იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული სქემის შესაბამისად უნდა უზრუნველეყო სს ,,საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი ლითონის ჯართის შეგროვება, ტრანსპორტირება და დახარისხება შემდგომში რეალიზაციის მიზნით ისე, რომ ვერ მომხდარიყო მისი საწყისი ზუსტი ოდენობის დადგენა. დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ სხვადასხვა ტერიტორიიდან, სისტემატურად ხორციელდებოდა მოგროვილი ჯართის ნაწილის, დასაწყობების ნაცვლად, სატვირთო ავტომობილებით გატანა და შპს „ჯეოსთილის“ საწარმოში ჩაბარება. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მზადდებოდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები.

დანაშაულებრივი სქემის გამოყენებით, 2020-2021 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, „საქართველოს რკინიგზის“ კუთვნილი 22 120 ტონა ლითონის ჯართს დაეუფლნენ, რაც წარმომავლობის შეცვლის შემდგომ რეალიზდა შპს ,,ჯეოსთილზე“, ხოლო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აკუმულირდებოდა სქემაში ჩართული მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე, პერიოდულად კი ხდებოდა მისი განაღდება და ჯგუფის წევრებს შორის განაწილება. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზას“ დიდი ოდენობით 17 391 121 ლარის მატერიალური ზიანი მიადგა.

ასევე, 2022 წელს დავით ფერაძემ ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი და 2022 წლის 29 აპრილს, სს ,,საქართველოს რკინიგზასა“ და შპს ,,რაველდს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოებამ მიმწოდებლისგან შეისყიდა ლიანდაგში არსებულ რელსებზე დეფექტების აღდგენის მომსახურება. სამუშაოების მიმდინარეობისას, დავით ფერაძის მითითებითა და ორგანიზებით, ,,საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის იმჟამინდელ დირექტორისა და მიმწოდებლის დირექტორის მიერ, მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემები ჩაიწერა, რის საფუძველზეც შპს „რაველდიმ“ „საქართველოს რკინიგზისაგან“ ზედმეტად 403 844,69 ლარი მიიღო. შედეგად „საქართველოს რკინიგზას“ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

დაკავებულებსა და ასევე, დაუსწრებლად ორ პირს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ორგანიზების, დამზადებისა და გამოყენების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომა 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ორი პირის მიმართ, რომლებსაც ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ, ძებნა გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics