11:17 - 07 Jul, 2026
|
2026-07-06 21:58:14, 330 ნახვა
სამხედრო
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია 2030 წლისთვის 800 მილიარდ ევროზე მეტის სესხებას გეგმავს, ათწლეულების განმავლობაში არსებული ფისკალური შეზღუდვების დარღვევით, რათა თავდაცვის ხარჯები ცივი ომის შემდეგ უპრეცედენტო დონემდე გაზარდოს. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანცლერ ფრიდრიხ მერცის მთავრობა მხოლოდ მომავალ წელს ბაზარზე 200 მილიარდ ევროზე მეტის მოზიდვას გეგმავს, რაც წლევანდელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. დამატებითი ვალი ძირითადად გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტის დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წელს 109 მილიარდ ევროს, ხოლო 2030 წლისთვის 183.6 მილიარდ ევროს მიაღწევს. ბერლინი ასევე მომავალ წელს უკრაინისთვის 11.6 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს.
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)